ინტერნაციონალიზაცია ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. საერთაშორისო გამოცდილება უმნიშვნელოვანესია ინსტიტუციის განვითარებისთვის, ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.
აღნიშნულ პროცესში უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეული მონაწილეობს, თუმცა ძირითად ღერძს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი გლობალური სტანდარტების დანერგვა და განმტკიცებაა როგორც სწავლა-სწავლების, ისე - ადმინისტრაციულ პროცესებში.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პრიორიტეტები:
- პარტნიორული ურთიერთობების განვითარება საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან;
- სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო შესაძლებლობების გაძლიერება;
- უნივერსიტეტის ჩართულობა საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ქსელებში;
- ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა;
საერთაშორისო სტუდენტებისა და პერსონალის მხარდაჭერა.
ალტე უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, ორგანიზაციებთან და კვლევით ცენტრებთან. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, ისე - კვლევითი ინიციატივების განხორციელებას.
უნივერსიტეტი რეგულარულად მასპინძლობს საერთაშორისო პროექტების ლოკალურ წარმომადგენლობებს და აქტიურად უწყობს ხელს ქართველი სტუდენტების მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებსა და შეჯიბრებებში.
საერთაშორისო პარტნიორობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო და ზამთრის სკოლებში, ასევე - ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში.
ალტე უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს საერთაშორისო სივრცეში საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე და ღიაა ახალი ინიციატივებისადმი, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
საკონტაქტო ინფორმაცია: international@alte.edu.ge