ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტი ირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად. აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეგისტრაციას გაივლის ალტე უნივერსიტეტის პორტალზე.
სტუდენტები ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გადიან ონლაინ და სარეგისტრაციო პორტალის ბმულს იღებენ პირადი ტელეფონის ნომერზე. ლინკი ასევე განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა www.alte.edu.ge და Facebook გვერდზე.
რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:
- განცხადება (განცხადების ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი (დედანი);
- ფოტო-სურათი (3x4);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და სტუდენტის დაბადების მოწმობა.