Flag 0Flag 1
logo

დაფინანსება

ალტე უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტუდენტთა წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები.

 

სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აკადემიური მიღწევების საფუძველზე აქვთ შესაძლებლობა მოიპვონ სხვადასხვა ტიპის შიდა და გარე დაფინანსება, რომელიც შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი.
 

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით Top 1000-ს აბიტურიენტს, რომელიც პირველ პრიორიტეტად აირჩევს ალტე უნივერსიტეტს სწავლა დაუფინანსდება 100%-ით
  • ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ ალტე უნივერსიტეტს სწავლა დაუფინანსდებათ 50%-ით
  • ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტებიდან ტოპ 10-ს  ვიანი დაუფინანსებს სწავლის გადასახადის 100%-ს.
  • ეროვნული ოლიმპიდის გამარჯვებული, რომელიც ჩააბარებს ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან ბიზნესის პროგრამებზე, სწავლა დაუფინანსდება 100%-ით.
  • ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაზე ჩარიცხულ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არჩევით საგნებში (ფიზიკა ან მათემატიკა) მიიღებენ მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით

 

*დაფინანსების მექანიზმებისა და წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ქვემოთ მოცემულ დოკუმენტს.

 

დაფინანსება