ალტე უნივერსიტეტი აცხადებს 2025-2026 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველთა მიღებას სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
ფასი: 2 900 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
ფასი: 2 900 ლარი
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა
ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდა, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში და გამოცდა სპეციალობაში.
მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენაში (B2 დონე) და გასაუბრებას.
უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც ფლობს ინგლისური ენის B2 დონეზე დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS, CAMBRIDGE - ის და/ ან საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს. ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის სრული კურსი.
რეგისტრაციის ვადები და პროცედურები
ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრობის კანდიდატებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2025 წლის 16 ივნისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით .
ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს - https://shorturl.at/VlP8z
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდისა და გასაუბრების მიმდინარეობა
- სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია
- გამოცდა ინგლისურ ენაში და სპეციალობაში
- ინგლისური ენის გამოცდის და სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება
- ინგლისური ენისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების აპელაციაზე განაცხადების მიღება
- აპელაციის შედეგების გამოცხადება
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდისა და გასაუბრების შედეგების გამოქვეყნება ალტე უნივერსიტეტის ვებგვერდზე
- სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია
- ალტე უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სიის გამოქვეყნება
მაგისტრანტობის კანდიდატთა სააპელაციო განაცხადები ალტე უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი უნივერსიტეტი ელექტრონულ მისამართზე; academicregistry@alte.edu.ge.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის(ინგლისური ენა) ნიმუში და გასაუბრების თემატიკა
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
- ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის თემატიკა
- სამართლის საგანანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის გამოცდის თემატიკა
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა) და გასაუბრების საბოლოო შედეგები
2025 წლის 21 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები და ჩარიცხულ სტუდენტთა სია.
სტუდენტის ჩარიცხვა
მაგისტრანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვებენ ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
მაგისტრანტობის კანდიდატმა, ადმინისტრაციული რეგისტრაციისას ალტე უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის სისტემაში უნდა ატვირთოს შემდგომი დოკუმენტები.
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატის სამაგისტრო საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათი;
- ფოტოსურათი 3X4;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი). უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დოკუმენტის ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თობაზე გაცემული ცნობა.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ვაჟებისთვის).
ალტე უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, მაგისტრატურის სტუდენტმა დაწყებიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციისას ატვირთული ყველა დოკუმენტი, დედანი ან შესაბამისად დამოწმებული სახით.
სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) დამზადების შემდეგ მატერიალური სახით წარმოადგინოს ალტე უნივერსიტეტში.