საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

გამოყენების პირობები

ალტე უნივერსიტეტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ალტე უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებით, პროგრამებით და სხვა უნივერსიტეტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სახის ინფორმაციით.

თქვენ ვალდებული ხართ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებგვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, ალტე უნივერსიტეტის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს.

ალტე უნივერსიტეტის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება უნივერსიტეტის წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.

ვებგვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებგვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად. რეგისტრაციისა და პაროლის გამოყენების დროს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ალტე უნივერსიტეტმა შესაძლოა მოახდინოს რეგისტრაციისა და პაროლის დეაქტივაცია და აღნიშნული ქმედებით შეზღუდოს ვებგვერდზე წვდომა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან ადგილი აქვს წესებისა და პირობების დარღვევას.

თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებგვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა. იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ალტე უნივერსიტეტის ტექნიკური შეფერხების, ან უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, ალტე უნივერსიტეტი არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.