მიღების წესები
ინგლისურენოვანი პროგრამები: მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა.
აპლიკაციისა და რეგისტრაციის წესები ყველა პროგრამისათვის ერთნაირია:
ეტაპი 1: რეგისტრაცია
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
ეტაპი 2: მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვება
პასპორტი (აქტიური ვადის მქონე)
ფოტო-სურათი 3X4
უნივერსიტეტის ტრანსკრიპტი. მხოლოდ ტრანსფერის მსურველი აპლიკანტებისათვის
ტრანსკრიპტში უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული შეფასებებისა და საგნის შესაბამისი კრედიტების/კრედიტ-საათების შესახებ
ალტე უნივერსიტეტში ტრანსფერი შესაძლებელია მხოლოდ მე- 5 სემესტრის ჩათვლით
სკოლის ატესტატი. მხოლოდ პირველსემესტრელი აპლიკანტებისათვის
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (მონიშნეთ სასურველი პროგრამა)
აპლიკანტებმა უნდა ჩამოტვირთონ ან ამობეჭდონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ან დოკუმენტი, რომელიც მოწმობს აპლიკანტის მიერ სხვა საგანმანათლებლო სასწავლებელსი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ინგლისურ ენაზე სწავლას): დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდა გამოცდაზე ინგლისურ ენაში.
ეტაპი 3: ინტერვიუ
თითოეული პირველსემესტრელი აპლიკანტი გაივლის 5-წუთიან ინტერვიუს ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების მიღების სამსახურის ოფიცერთან. ინტერვიუზე შემოწმდება აპლიკანტის ინგლისურ ენაზე საუბრის უნარები და ზოგადი მოტივაცია შერჩეული პროგრამის მიხედვით.
ეტაპი 4: შიდა გამოცდები (online)
გამოცდა ინგლისურ ენაზე მათემატიკაში. – მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისათვის
B2 გამოცდა ინგლისურ ენაში (თუკი აპლიკანტს არ აქვს დონის შესაბამისი სერტიფიკატი ან ვერ ადასტურებს მინიმუმ 1 წლის ვადით ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლას)
პროცესის ვადების შესახებ:
დარეგისტრირებისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, საერთაშორისო სტუდენტების მიღების ოფიცერი აპლიკანტს ინტერვიუზე მოიწვევს 3 სამუშაო დღის ვადაში.
აღნიშნული 4 ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, აპლიკანტი მიიღებს პირობითი ჩარიცხვის წერილს (შეთავაზებას) უნივერსიტეტის მხრიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
სწავლის საფასურის გადახდის ინიცირების შემდეგ, ერთი თვის ვადაში შესრულდება ოფიციალური ჩარიცხვის პროცესები. მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, აპლიკანტი მიიღებს მოწვევის წერილს, რომელიც დაეყრდნობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანებას.
მოწვევის წერილები წარმატებით ჩარიცხულ სტუდენტებს გაეგზავნებათ 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ.