Flag 0Flag 1

პროგრამებზე მიღება

მიღების წესები

 

ინგლისურენოვანი პროგრამები: 

  • მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა; 

  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა;

  • კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა;

  • ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა;

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა.


აპლიკაციისა და რეგისტრაციის წესები ყველა პროგრამისათვის ერთნაირია:

 

 

ეტაპი 1: რეგისტრაცია

ეტაპი 2: მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვება

  • პასპორტი (აქტიური ვადის მქონე)

  • ფოტო-სურათი 3X4

  • უნივერსიტეტის ტრანსკრიპტი. მხოლოდ ტრანსფერის მსურველი აპლიკანტებისათვის
     

    • ტრანსკრიპტში უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული შეფასებებისა და საგნის შესაბამისი კრედიტების/კრედიტ-საათების შესახებ

    • ალტე უნივერსიტეტში ტრანსფერი შესაძლებელია მხოლოდ მე- 5 სემესტრის ჩათვლით
       

  • სკოლის ატესტატი.  მხოლოდ პირველსემესტრელი აპლიკანტებისათვის

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (მონიშნეთ სასურველი პროგრამა)
     

    • აპლიკანტებმა უნდა ჩამოტვირთონ ან ამობეჭდონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა
       

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ან დოკუმენტი, რომელიც მოწმობს აპლიკანტის მიერ სხვა საგანმანათლებლო სასწავლებელსი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ინგლისურ ენაზე სწავლას): დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდა გამოცდაზე ინგლისურ ენაში.

     

ეტაპი 3: ინტერვიუ

  • თითოეული პირველსემესტრელი აპლიკანტი გაივლის 5-წუთიან ინტერვიუს ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების მიღების სამსახურის ოფიცერთან. ინტერვიუზე შემოწმდება აპლიკანტის ინგლისურ ენაზე საუბრის უნარები და ზოგადი მოტივაცია შერჩეული პროგრამის მიხედვით. 

     

ეტაპი 4: შიდა გამოცდები (online)

  • გამოცდა ინგლისურ ენაზე მათემატიკაში. – მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისათვის

  • B2 გამოცდა ინგლისურ ენაში (თუკი აპლიკანტს არ აქვს დონის შესაბამისი სერტიფიკატი ან ვერ ადასტურებს მინიმუმ 1 წლის ვადით ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლას) 

     

პროცესის ვადების შესახებ:

  • დარეგისტრირებისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, საერთაშორისო სტუდენტების მიღების ოფიცერი აპლიკანტს ინტერვიუზე მოიწვევს 3 სამუშაო დღის ვადაში. 

  • აღნიშნული 4 ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, აპლიკანტი მიიღებს პირობითი ჩარიცხვის წერილს (შეთავაზებას) უნივერსიტეტის მხრიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 

  • სწავლის საფასურის გადახდის ინიცირების შემდეგ, ერთი თვის ვადაში შესრულდება ოფიციალური ჩარიცხვის პროცესები. მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, აპლიკანტი მიიღებს მოწვევის წერილს, რომელიც დაეყრდნობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანებას. 

  • მოწვევის წერილები წარმატებით ჩარიცხულ სტუდენტებს გაეგზავნებათ 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ.