სტუდენტური ომბუდსმენი - იცოდე შენი უფლებები!
სტუდენტური ომბუდსმენი ნეიტრალური და დამოუკიდებელი წარმომადგენელია, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. მისი მთავარი როლი სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შორის მედიაცია, სამართლიანობის დაცვა და პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობაა.
ვინ არის სტუდენტური ომბუდსმენი
თეკლა ბრეგვაძე - ალტე უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის მაგისტრი, რომელიც სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. მისი მთავარი ფუნქციაა უნივერსიტეტში სტუდენტდვების უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და კონფლიქტების მედიაცია.
ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის დაცვას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
თუ სტუდენტს აქვს რაიმე სახის გამოწვევა აკადემიურ პროცესთან, დისციპლინარულ საკითხებთან ან ადმინისტრაციულ მომსახურებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენს შეუძლია, დაეხმაროს მათ მოგვარებაში.
რაში ეხმარება სტუდენტს სტუდენტური ომბუდსმენი
- უნივერსიტეტის წესების განმარტება - პოლიტიკისა და პროცედურების ახსნა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება;
- ინსტსუქტაჟი და მხარდაჭერა - რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარება, საჩივრის დაფიქსირებისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე კონსულტაციის გაწევა;
- უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფა - თანამშრომლობის კულტურის განვითარება, რათა სტუდენტმა შიშის გარეშე შეძლოს პრობლემების გაზიარება;
- სამართლიანობის დაცვა - სამართლიანი გარემოს შექმნა და საუნივერსიტეტო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
კონფლიქტის მოგვარება - შუამავლობა სტუდენტსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის, რთული სიტუაციების მართვაში მხარდაჭერა.
როდის უნდა მიმართოს სტუდენტმა სტუდენტურ ომბუდსმენს
- თუ სტუდენტს აქვს აკადემიური დავა - მაგალითად: თუ თვლის, რომ მისი შეფასება არასწორადაა დადგენილი, აქვს კურსის გავლის ან გამოცდის გადაბარების პრობლემა ან გაურკვევლობა სასწავლო პროგრამის მოთხოვნებთან მიმართებით;
- თუ დისციპლინური საკითხი აწუხებს - მაგალითად: ბრალს სდებენ წესების დარღვევაში და სჭირდება ობიექტური განხილვა ან თვლის, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ზედმეტად მკაცრი ან უსამართლოა. ასევე, თუ თავად არის უსამართლო მოპყრობის ან წესების დარღვევის მოწმე და სჭირდება დახმარება პრობლემის გადაჭრაში;
- თუ სჭირდება დაცვა შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან - იმ შემთხვევაში, თუ გრძნობს, რომ უსამართლოდ ეპყრობიან სქესის, ეროვნების, შეხედულებების ან სხვა პირადი მახასიათებლების გამო, ან ხვდება არასასურველ ან შეურაცხმყოფელ ქცევას;
- თუ აქვს ფინანსური პრობლემები - მაგალითად: შეექმნა სირთულე სწავლის გადასახადთან დაკავშირებით, სჭირდება გადახდის გადავადება, დაფინანსების ან გრანტის საკითხში გარკვევა ან რაიმე ფინანსური შეთანხმების დაცვა;
თუ აწყდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს - როცა კურსების შინაარსი, სწავლების ხარისხი, პროფესორებთან კომუნიკაცია ან აკადემიური რესურსების ხელმისაწვდომობა პრობლემას უქმნის და სჭირდება რჩევა ან მხარდაჭერა.
რატომ უნდა მიმართოს სტუდენტმა სტუდენტურ ომბუდსმენს
- კონფიდენციალურია - ინფორმაცია დაცულია და არავისთან გაზიარდება სტუდენტის ნებართვის გარეშე;
- მიუკერძოებელია - ომბუდსმენი დამოუკიდებლად მოქმედებს და არცერთ მხარეს არ დგას;
- არაფორმალურია - კომუნიკაცია მარტივი და მეგობრულია, სტუდენტს შეუძლია ნებისმიერი საკითხის განხილვა;
ეხმარება - სტუდენტი მიიღებს მხარდაჭერას და საჭირო ინსტრუქციებს არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
თუ გაქვს დამატებითი შეკითხვები, შეგიძლია დაუკავშირდე სტუდენტურ ომბუდსმენს!
Email: ombudsman@alte.edu.ge