Flag 0Flag 1
logo

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2026

ალტე უნივერსიტეტის კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისიპლინური კვლევა და ინოვაცია" 

 

15-16 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

 

ღონისძიება ორდღიანია და დაყოფილია სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: 

 

  • 15 ივნისი - „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისციპლინარული კვლევა და ინოვაცია“ - კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს. სესიის ფარლგებში მკვლევრები და პრაქტიკოსები შეძლებენ წარმოადგინონ და განიხილონ კვლევის შედეგები, იდეები და პრაქტიკული გამოცდილება.

 

  • 16 ივნისი - „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია“ - მეორე დღე სრულად დაეთმობა სტუდენტურ კონფერენციას. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდება ინტერაქციული ვორკშოპი: „SDG Solutions - Idea Generation Workshop“, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირებასა და პროექტების განვითარებაში.
    ვორკშოპის მონაწილეებს ექნებათ 1.5 თვე იდეების დასახვეწად და დასამუშავებლად. ივლისის თვეში გაიმართება Pitching Presentation რომელიც ჩატარდება ადგილზე ან ონლაინ ფორმატში.
     გამარჯვებული გუნდი წარადგენს საქართველოს Sustainability Olympiad-ის რეგიონალურ ნახევარფინალზე, სადაც ევროპის საუკეთესო სტუდენტურ გუნდებს შეხვდება. ალტე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდის მგზავრობის დაფინანსებას.
     
     

კონფერენციის მიზანი

 

ალტე უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისციპლინური კვლევა და ინოვაცია“ მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) როლისა და მნიშვნელობის გააზრებას თანამედროვე საზოგადოების განვითარების პროცესში.

 

კონფერენცია ემსახურება სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობას და ინოვაციური კვლევითი მიდგომების განვითარებას ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად.

 

ღონისძიება შექმნის აკადემიურ პლატფორმას, სადაც სხვადასხვა სფეროს მკვლევრები, სტუდენტები და პრაქტიკოსები შეძლებენ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების წარმოდგენასა და განხილვას.

 

მონაწილეები

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები;
  •  სხვადასხვა აკადემიური სფეროს პროფესორ-მასწავლებლები;
  • სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები.
  • საჯარო სექტორისა და პოლიტიკის ფორმირების წარმომადგენლები;


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულებს:
 


საკვანძო თემები

 

1. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

(SDG 3 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა)

 

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები
  • ჯანდაცვის სისტემების მდგრადობა
  • ჯანმრთელობის თანასწორობა და კეთილდღეობა
  • ციფრული ჯანმრთელობა და სამედიცინო ინოვაციები

 

2. განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია

(SDG 4 - ხარისხიანი განათლება; SDG 9 - ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა)

 

  • განათლების ინოვაციური მოდელები
  • ციფრული ტექნოლოგიები და ცოდნის გავრცელება
  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზი
  • ტექნოლოგიური ინოვაციები მდგრადი განვითარებისათვის

 

3. სამართალი, მმართველობა და სოციალური სამართლიანობა

(SDG 10 - უთანასწორობის შემცირება; SDG 16 -მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები)

 

  • ადამიანის უფლებები და სოციალური თანასწორობა
  • საჯარო პოლიტიკა და მმართველობა
  • დემოკრატიული ინსტიტუტები და სამართლებრივი ჩარჩოები
  • სოციალური ინკლუზია და საზოგადოების განვითარება

 

4. მდგრადი ეკონომიკა და პასუხისმგებელი ბიზნესი

(SDG 8 -ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; SDG 12 -პასუხისმგებელი წარმოება და მოხმარება)

 

  • მდგრადი ბიზნეს მოდელები
  • მწვანე ეკონომიკა
  • ინოვაციური მეწარმეობა
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

 

5. გარემო, კლიმატი და მდგრადი განვითარება

(SDG 13 - კლიმატის ცვლილება; SDG 14 - წყალქვეშა სიცოცხლე; SDG 15 - ხმელეთის ეკოსისტემები)

 

  • კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა
  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა
  • ბიომრავალფეროვნება
  • მდგრადი ქალაქები და ურბანული განვითარება

 

კონფერენციის ფორმატი და სტრუქტურა

 

  • გახსნის ცერემონია და მისასალმებელი სიტყვები
  • პლენარული მოხსენებები
  • პანელური სესიები
  • თემატური დისკუსიები და ვორკშოპები
  • შემაჯამებელი დისკუსიები და დასკვნები

 

ორგანიზაციული სტრუქტურა

 

  • სამეცნიერო კომიტეტი 
  • საორგანიზაციო კომიტეტი 

 

მოსალოდნელი შედეგები

 

კონფერენცია შექმნის სივრცეს ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ხელს შეუწყობს ახალი კვლევითი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობების განვითარებას.

 

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული კვლევების პოპულარიზაციას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2026