ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი წარმოადგენს სასწავლო ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების შეძენის უწყვეტი პროცესი, ფორმალური განათლების მიღმა, რომელიც მთელი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში გრძელდება. უწყვეტი განათლება არის დინამიური და განვითარებადი კონცეფცია, რომელიც ავლენს ინდივიდების საჭიროებას, რომ მუდმივად განავითარონ თავიანთი ცოდნა და ადაპტირდნენ ცვალებად გარემოში, პიროვნულ თუ პროფესიულ კონტექსტში.
უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი ფართო საზოგადოებისთვის/ბიზნესისთვის ქმნის უწყვეტი განათლების სერვისებს, როგორიცაა მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ტრენინგები, მოსამზადებელი/სასერტიფიკატო კურსები.
დეპარტამენტი შექმნის დღიდან გეგმავს და ახორციელებს ტრენინგ კურსებს. პროგრამები სრულად ასახავს კონკრეტული მიმართულებით დაინტერესებული პირების საჭიროებებს, რომლებიც თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებს ეხმიანება. პროგრამები შექმნილია უშუალოდ დარგის პრაქტიკოსი ექსპერტების მონაწილეობით, რაც დამატებით ღირებულებას ჰმატებს თითოეულ მოდულს.
საკონტაქტო ინფორმაცია: llc@alte.edu.ge