ალტე უნივერსიტეტი სამეცნიერო კვლევითი პროექტების მხარდაჭერის მიზნით, იყენებს უნივერსიტეტის ფინანსურ, ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს. ამასთან, გაფორმებული აქვს მემორანდუმი სხვადასხვა დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს კვლევით საქმიანობას.
ალტე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
- პერსონალის კვლევითი საქმიანობის განვითარებას, მათ აქტივობებსა და ინიციატივებში ჩართვის მხრივ, როგორიცაა კვლევითი პროექტები, კონფერენციები, სემინარები და ვორკშოფები.
- შიდა ფინანსურ მხარდაჭერას კვლევითი პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას უნივერსიტეტის კვლევითი პრიორიტეტების სფეროებში.
- კვლევითი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან/ დაწესებულებებთან თანამშრომლობას.
- უნივერსიტეტი, როგორც ფინანსურ, ისე ლოჯისტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს თანამშრომლებსა და სტუდენტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობისათვის.