ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი - ბმული
- EBSCO - კოლექცია წარმოადგენს ძირითად რესურსს საუნივერსიტეტო, IT და ბიზნეს სკოლის ბიბლიოთეკებისათვის. კოლექცია მოიცავს მრავალფეროვან თემებს, როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებები, მარკეტინგი, მეწარმეობა, კარიერული ზრდა და პიროვნული განვითარება და სხვა. ბაზაში შესულია ცნობილი გამომცემლების წიგნები: Oxford University Press, Cambridge Scholars Publishing, Booher Research Institute,World Scientific Publishing Company, Princeton University Press, Morgan James Publishing and Ashgate Publishing Ltd.
დისტანციური წვდომისთვის, მონაცემების მისაღებად, მიმართეთ ბიბლიოთეკას: library@alte.edu.ge
- Proquest - ბაზა მოიცავს მიმათულებების მრავალფეროვან სპექტრს: ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვ. ელექტრონული ბიბლიოთეკა ასევე მოიცავს 1971 წლიდან დღემდე გამოცემულ 5000-ზე მეტი დასახელების აკადემიური ჟურნალის, სპეციფიური გამოცემისა (მაგ.: Entertainment Weekly, The Hollywood Reporter, Variety) და გაზეთის დივერსიფიცირებულ ნაკრებebს – მათ შორის სრულ ტექსტებს.
- Scopus – წარმოადგენს ელ. ბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე. ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.
- ScienceDirect - მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს 2000 დასახელების ჟურნალს, ჯამში ორ მილიონზე მეტი სტატიის სრულ ტექსტს.
ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები.
- Cambridge University Online - მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 ჟურნალს შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა; არქეოლოგია და ანთროპოლოგია; აფრიკის, აზიისა და ევროპის შესწავლა; ბიზნესი; ბიოლოგია; საინჟინრო მეცნიერებები; ხელოვნებათმცოდნეობა; ისტორია; კომპიუტერული მეცნიერებები; მათემატიკა; მეცნიერება მიწის შესახებ; ეკოლოგია; სამართალმცოდნეობა; თეოლოგია; სოფლის მეურნეობა; სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა; ენათმცოდნეობა და ფილოლოგია.
- e-Duke Journals Scholarly Collection - ბაზა აერთიანებს შემდეგ დარგებს: ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა.
- Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - ბაზა აერთიანებს ედვარდ ელგარის გამომცემლობის (Edward Elgar Publishing) 280 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ვერსიებს განვითარების კვლევების მიმართულებით და მოიცავს შემდეგ დარგებს: ფინანსები, საჯარო მართვა, მიგრაცია, ჯანდაცვა, ინტელექტუალური საკუთრება, სამართალი, კვლევის მეთოდები. ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სრული ტექსტები, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი.
- European Respiratory Journal - მომხმარებელს სთავაზობს წვდომას ბიომედიცინის, ჯანდაცვისა და სხვა მომიჯნავე დარგების ყველაზე ავტორიტეტულ სტატიებზე.
- Mathematical Sciences Publishers Journals MSP - (მათემატიკური მეცნიერებების გამომცემლობები) ორიენტირებულია გამოცემის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე და უმაღლესი დონის სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციების შექმნასა და გამოქვეყნებაზე. აქვეყნებს დაახლოებით 20000 გვერდს წელიწადში.
- Openedition Journals - ბაზაში გაერთიანებულია 160 ზე მეტი დასახელების ჟურნალი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე.
- Royal Society Journals Collection - დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B.
- SAGE Journals SAGE - არის მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.
- The Company of Biologists - არასამეწარმეო (არაკომერციული) საგამომცემლო ორგანიზაცია, რომლის მისიაა ბიოლოგიის სფეროში მოღვაწე სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა და შთაგონება. ორგანიზაცია აწარმოებს წამყვან, რეცენზირებად, სამეცნიერო ჟურნალებს.