ალტე უნივერსიტეტის „სერვისები ორგანიზაციებისთვის“ წარმოადგენს ერთიან პლატფორმას ბიზნესისა და პროფესიული საზოგადოებისათვის, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მრავალფუნქციურ სივრცეებსა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვთავაზობთ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც თანამშრომლების ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერებას ემსახურება.
თუ თქვენი ორგანიზაცია ეძებს იდეალურ გარემოს კონფერენციების, ტრენინგების, კორპორატიული შეხვედრების, ვორქშოფების, ჰაკათონებისა თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, ალტე უნივერსიტეტი გთავაზობთ ტექნოლოგიურად სრულად აღჭურვილ სივრცეებს თბილისის ცენტრში.
