ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების მიერ გამჭვირვალე და სამართლიანი გზით არჩეული გუნდი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს სტუდენტებს უნივერსიტეტის თვითმმართველობის საბჭოზე. თვითმმართველობის მიზანია, რომ სტუდენტების აზრი გათვალისწინებული იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სტუდენტური თვითმმართველობა იცავს სტუდენტების უფლებებს და სთავაზობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
თვითმმართველობის მიზნები და ამოცანები:
Სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
- ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების პრაქტიკულ რეალიზებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
- უზრუნველყოს სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში;
- დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში და უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ;
- ურთიერთოებები დაამყარონ ან/და გააღრმავონ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან;
- სტუდენტური თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდონ სტუდენტებს ყველა საჭირო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ უნივერსიტეტში ახლადმოსული სტუდენტების ინტეგრირების პროცესში.
თვითმმართველობის გუნდის წევრები:
19 აპრილს გაიმართა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1043-მა სტუდენტმა. არჩეულ იქნა 29 დელეგატი. დელეგატებმა აირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა წარმოადგინა ვიცე-პრეზიდენტები და დეპარტმანეტების თავმჯდომარეები.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - თორნიკე ჯგუშია
პირველი ვიცე-პრეზიდენტი - პრაშანთ სოპან
ვიცე-პრეზიდენტი - მარიამ ხოსიაური
პრეზიდენტის მრჩეველი - მუსტაფა კუტბუდინ მანდლიუალა
დეპარტამენტების თავმჯდომარეები:
ტურიზმის დეპარტამენტი - თორნიკე კორძახია
სპორტის დეპარტამენტი - გიორგი ხოზრევანიძე
იურიდიული დეპარტამენტი - თათა კოზანაშვილი
კულტურის დეპარტამენტი - რიშიკეშ რანჯიტ ნიმანგრე
განათლება - ჯაიეშ იაშვანთ კელუსკარ