Მესამე მისიის განაცხადი
ალტე უნივერსიტეტის 3 მთავარი სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთს საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით აქტიური მუშაობა და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება წარმოადგენს. Ჩვენ გვჯერა განათლების ტრანსფორმაციული ძალით საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევის და ეს ჩვენს მისიაშიც არის აღბეჭდილი. Ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი მიზანმიმართული ქმედებების როლსა და გავლენას საზოგადოების განვითარების ნაწილში. შესაბამისად, აქტიურად ვახორციელებთ პროექტებსა თუ აქტივობებს ამ მიმართულებით.
ინსტიტუციაში დაგროვილი ცოდნის გაზიარების გზით უნივერსიტეტი ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპის განხორციელებას, კონკრეტული სეგმენტების დახმარებას აქტუალური გამოწვევების დაძლევაში, ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციებსა და მეწარმეობას, რითაც წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში.
Მესამე მისიის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა იყოს ძალიან მრავალფეროვანი და ეხებოდეს სხვადასხვა გამოწვევასა თუ სფეროს. Ჩვენი პროფილიდან და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, შერჩეული გვაქვს 6 ძირითადი ფოკუსი, რომლის ფარგლებშიც ვაინიცირებთ დავახორციელებთ შესაბამის მოკლე თუ გრძელვადიან პროექტებს.
Მესამე მისიის 6 ძირითადი ფოკუსი:
საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მხარდაჭერა და განვითარება კარიერული დაგეგმვის, პროფესიის არჩევის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, პროფესიების სპეციფიკების გაცნობისა და სხვა მიმართულებით.
საშუალო სკოლის მასწავლებლების მხარდაჭერა და ჩართვა პროექტებში, რაც უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის არსებული მწირი კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრასა და ერთობლივი ძალებით მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის პროცესის გამარტივებას ემსახურება.
ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა. ამ ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი ქალთა გაძლიერებასა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე კეთდება.
უწყვეტი განათლების პროგრამების შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის, მათი მუდმივი განვითარებისა და არსებული გამოწვევების ეფექტური დაძლევის მიზნით.
ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა, ქვეყანაში სიახლეების ინიცირებისა და განხორციელებადი ბიზნეს იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
საკონსულტაციო ხასიათის საქმიანობა, უნივერსიტეტში არსებული ექსპერტიზის გამოყენებით სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მესამე მისიის ფარგლებში პროექტის/აქტივობის ინიცირების თანაბარი შესაძლებლობა აქვს უნივერსიტეტის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს.
მესამე მისიის ფარგლებში პროექტების/ აქტივობების ინიცირება შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს. პროექტის/აქტივობის დეტალური აღწერადა საჭირო რესურსების შესახებ ინფორმაცია წარედგინება ვიცე პრეზიდენტს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. თუ აღნიშნული პროექტის/აქტივობის შინაარსი შესაბამისობაშია უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებთან და მოთხოვნილი რესურსი არ სცდება წლის დასაწყისში ბიუჯეტით გათვალისწინებულ ოდენობას, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ყველა დეტალის გავლის შემდეგ დასტურდება ან უარყოფილია ვიცე პრეზიდენტის მიერ.
2023 წლიდან აღნიშნული მიმართულებებით ჩატარებული, მიმდინარე და დადაგეგმილი ღონისძიებების დეტალური აღრიცხვა ხორციელდება.
2023-2024 აკადემიური წლისგანმავლობაში Მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ანგარიში 2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.