ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ალტე უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, პროგრამების განმახორციელებლებს (აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს), უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, დამსაქმებლებს,რომლებიც ხელშეკრულების საფუძელზე თანამშრომლობენ ალტე უნივერსიტეტთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, ასევე პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და პერსონალს.
ბიბლიოთეკაში სტუდენტის გაწევრიანება ხდება ავტომატურად, მას შემდეგ რაც მოხდება ჩარიცხული სტუდენტის პირადი მონაცემების უნივერსიტეტის ბაზაში ასახვა. ლექტორების და უნივერსიტეტის სხვა პერსონალის შემთხვევაში, ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების და კანცელარიის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (პერსონალის სახელი, გვარი, პირადობის ნომერი,ელექტრონული ფოსტა).
ბიბლიოთეკის მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასურველი წიგნი დაჯაშვშნონ დისტანციურად, ბიბლიოთეკის ელექტრონული პროგრამის საშუალებით. დაჯავშნილი წიგნი გაცემამდე მომხმარებლის სახელზე ინახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ მოცემულ ვადაში არ მოხდება წიგნის გაფორმება იმ მომხმარებელზე, ვის მიერაც მოხდა დაჯავშნა, ჯავშანი უქმდება.
ბიბლიოთეკაში მოსული სტუდენტის იდენტიფიცირება ხდება პირადი ნომრის ან სტუდენტის საინდენტიფიკაციო კოდის საშუალებით.
მკითხველის სახელის, მისამართის, პირადობის მოწმობის, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
მკითხველის ნომერი არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა პირის მიერ.
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების ცოდნა სავალდებულოა მისი ყველა მომხმარებლისთვის.
ბიბლიოთეკაში დადგენილი წესების დარღვევისას ხდება მკითხველის უნიკალური ნომრის დროებით შეჩერება (ბიბლიოთეკის მომხმარებელს გარკვეული ვადით ეზღუდება საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობა).
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები:
- მკითხველი ვალდებულია სამკითხველო დარბაზში დაიცვას წესრიგი, ქცევის და ჰიგიენური წესები.
- მასალის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად საცავში განთავსება (მასალა უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს).
- მასალის გამოყენების შემდეგ ბიბლიოთეკის სამუშაო დროის დასრულებამდე იგი უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს (გამონაკლისია მხოლოდ მკითხველზე გარკვეული დროით გაცემული ლიტერატურა);
- წიგნების ადგილზე სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც დარჩება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო რესურსის ადგილზე სარგებლობის დროის გასვლამდე;
- ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად მკითხველმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს.
აკრძალულია:
- სამკითხველო დარბაზში ხმამაღალი საუბარი, მობილური ტელეფონის გამოყენება;
- წიგნსაცავში შესვლა და/ან მასალის გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნებართვის გარეშე;
- ხმაური, საუბარი, სამკითხველო დარბაზში ზედმეტი გადაადგილება და სხვ.;
- საკვების შეტანა (ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის შეტანა);
- ნაბეჭდი მასალების დამალვა, მოპარვა, დაზიანება და არასათანადოდ მოპყრობა;
- ბიბლიოთეკაში ისეთი მასალის შეტანა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ბიბლიოთეკის ფონდი ან/და მატერიალური რესურსი, ხელი შეუშალოს სამკითხველო დარბაზში მყოფ სხვა პირებს;
სამკითხველო დარბაზში ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, ბიბლიოთეკარს უფლება აქვს გასცეს შენიშვნა, გაფრთხილება, მოითხოვოს სამკითხველო დარბაზის დატოვება.
მითითებული წესების შეუსრულებლობა იწვევს ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმებას.
ბეჭდური და ელექტრონული წიგნების და სხვა მასალის გატანა - დაბრუნების წესები.
ბიბლიოთეკიდან მასალა გაიცემა სხვადასხვა ვადით გასაცემი მასალის ფორმატისა და ეგზემპლარების მიხედვით:
- მხატვრული ლიტერატურა 4 კვირა
- სახელმძღვანელო (თუ ბიბლიოთეკაში არის მინიმუმ ორი ეგზემპლარი მაინც) – 1 სემესტრი
- სახელმძღვანელო (თუ ბიბლიოთეკაში არის მინიმუმ ორი ეგზემპლარი მაინც) – 1 – 7 დღე
- სხვა კატეგორიის წიგნები - 14- 30 დღე