ალტე უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორის სერვისი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ აკადემიურ წინსვლას და კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სტუდენტების მენტალური მხარდაჭერა.
სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორი სოფო კოშაძეა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს. მენტორის მხარდაჭერა მიმართულია სტუდენტების პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და სასწავლო პროცესში მათი ეფექტიანი ჩართულობის გაძლიერებაზე.
სერვისით სარგებლობისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: care@alte.edu.ge
