საერთაშორისო პროექტები
ალტე უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მონაწილეობს გლობალურ ინიციატივებში, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობას ემსახურება. პროექტები მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა დიჯიტალიზაცია, ინკლუზია, ინტერნაციონალიზაცია და მდგრადობა. უნივერსიტეტი ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, გლობალურ ქსელებში ჩართულობასა და ინოვაციური უნარების გაძლიერებას.