Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

⬇️

გაიგე მეტი

პარტნიორობა და მიზნები – მდგრადი განვითარება

ალტე უნივერსიტეტის მდგრადობის პოლიტიკა ინტეგრირებულია განათლების, კვლევის, ინოვაციების, კამპუსის მართვის და საზოგადოებასთან ჩართულობის ყველა მიმართულებაში. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით (SDGs) ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტი ხელს უწყობს პასუხისმგებლიან მმართველობას, სოციალურ ინკლუზიას, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, როგორც ინსტიტუციური განვითარების განუყოფელ ნაწილებს. 

 

მდგრადი განვითარების სტრატეგიის (2025–2031) ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტი მდგრადობის პრინციპებს აერთიანებს აკადემიურ პროგრამებში, კვლევით ინიციატივებში, სტუდენტურ სამეწარმეო პროექტებში, საერთაშორისო პარტნიორობებსა და უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი და გლობალური გამოწვევების გადაჭრაში ინტერდისციპლინური სწავლების, გამოყენებითი კვლევების, საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და საქართველოსა და საზღვარგარეთ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების მეშვეობით. 

 

როგორც გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის (SDSN) წევრი და კლიმატის ცვლილების შესახებ GUNi-ის დეკლარაციის ხელმომწერი, ალტე უნივერსიტეტი გლობალურ ვალდებულებებს პრაქტიკულ ქმედებებთან აკავშირებს და ამზადებს სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს უფრო მდგრადი და ინკლუზიური  მომავლის შესაქმნელად. უნივერსიტეტი ასევე მონაწილეობს UI GreenMetric-ისა და Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის საერთაშორისო სარეიტინგო სისტემებში. UI GreenMetric აფასებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადობის მაჩვენებლებს მმართველობის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების, ტრანსპორტისა და განათლების მიმართულებებით, ხოლო THE Impact Rankings, უნივერსიტეტების წვლილს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაში.

 

 

ინსტიტუციური მდგრადობის საბჭო 

 

ინსტიტუციური მდგრადობის საბჭო ზედამხედველობს მდგრადი პრაქტიკების ინტეგრირებას ალტე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში, კვლევით ინიციატივებსა და კამპუსის საქმიანობაში. 

 

საბჭოს წევრები: