Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

ირმა გრძელიძე

ვიცე პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით

ირმა გრძელიძე ალტე უნივერსიტეტში აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. მას 20 წელზე მეტი მართვის გამოცდილება აქვს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შიდა და გარე შეფასების სისტემების განვითარებაში, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებაში. ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად უწყობს ხელს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას. ირმა გრძელიძე აქტიური მკვლევარია და ინტენსიურადაა ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო კოლეგებთან ერთად კვლევითი პროექტების კოორდინაციასა და განხორციელებაში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს უმაღლესი და პროფესიული განათლების ადმინისტრირებას, ხარისხის უზრუნველყოფას, ინტერნაციონალიზაციას, სადოქტორო განათლებასა და ა.შ.
 

ირმა გრძელიძე არის Fulbright-ის სტიპენდიანტი (UARK, 2021), ხელმძღვანელობს Erasmus +_ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა (HERE) გუნდს საქართველოში, მეორე ვადით არჩეულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს სამეთვალყურეო კომიტეტის წევრად და არის DAAD ბოლონიის კოლეგათა ჰაბის ექსპერტი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ინსტიტუციური შესაძლეობლების განვითარების არაერთ პროექტში, მათ შორის: ETHICS, DESIRE, INTEGRITY, MAHATMA, POWER, და TNA. ირმა გრძელიძე ხელმძღვანელობდა SQUARE პროექტს, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება უზრუნველყო. ის ასევე მართავს IDEG პროექტს, რომელიც სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაციას ეხება.
 

ირმა გრძელიძე კონსულტაციას უწევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ორგანიზებას უწევს აკადემიური პერსონალის ტრენინგებს და თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან. ბოლო პერიოდში ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.