Flag 0Flag 1
logo

სოფიო იდაძე

ადამიანური რესურსების განვითარებისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი

სოფიო იდაძეს - ალტე უნივერსიტეტის ადამიანების განვითარებისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორს - აქვს როგორც განათლების ადმინისტრირების, ისე ადამიანური რესურსების მიმართულებით, კერძოდ კი უმაღლეს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება. მისი კარიერა მოიცავს აკადემიური პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფისა და HR მენეჯმენტის მიმართულებით საქმიანობას. ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სოფიოს გამოცდილება უკავშირდება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ინსტიტუციური განვითარება, ტალანტების მართვა, დასაქმებულთა ურთიერთობები, ორგანიზაციული განვითარება პერსონალის კეთილდღეობაზე განსაკუთრებული აქცენტირებით.

 

როგორც საერთაშორისო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი, სოფიო თავის გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად, იგი სწავლობს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე, სადაც ის თავის პრაქტიკულ გამოცდილებას აკავშირებს აკადემიურ კვლევასთან, საუნივერსიტეტო გარემოში საგანმანათლებლო და HR პრაქტიკების განვითარების მიზნით.