Flag 0Flag 1
logo

ნინო ალავიძე

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი

ალტე უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას 2023 წლის მარტიდან იკავებს. 

 

მას აქვს განათლების სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. კერძოდ, ეროვნულ დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე სტრუქტურებში მუშაობის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების,  საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო სტრუქტურაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის და ხარისხის ცენტრებში საექსპერტო ჭრილში მუშაობის გამოცდილება. 

 

იგი მუშაობდა  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში; იკავებდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას შპს ქუთაისის უნივერსიტეტში; მუშაობდა ავტორიზაციის სტუდენტი ექსპერტის პოზიციაზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში; იყო პედაგოგიურ საქმეთა ოფიცერი ფატიმა ალ-ფიჰრის ღია უნივერსიტეტში; მუშაობდა სტრასბურგის მერიაში უმაღლესი განათლების, კვლევების და ინოვაციების დეპარტამენტში; აქვს წერილობითი და ზეპირი თარგმანის გამოცდილება; მუშაობდა ინგლისური ენის ლექტორად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

იგი იკავებს ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტის პოზიციას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და არის საერთაშორისო ექსპერტი საფრანგეთის(HCERES), მალტის(MFHEA), სლოვენიის(SQAA), მონტენეგროს(ACQAHE), კურაკაოს(AAC) და კოსოვოს(KAA) აკრედიტაციის სააგენტოებში.