Erasmus+ გაცვლითი პროგრამა არის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობა, რომელიც სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, დაესწრონ საერთაშორისო კვირეულებს და მიიღონ ევროპული გამოცდილება ალტე უნივერსიტეტის 50-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში. Erasmus-ის პროგრამა სრულად ფინანსდება ევროკომისიის მიერ, ხოლო მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.
ალტე უნივერსიტეტი, გარდა Erasmus+ გაცვლითი პროგრამებისა, ასევე ახორციელებს ბილატერალური ხელშეკრულებების საფუძველზე შემუშავებულ გაცვლით პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
ამასთანავე, ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას თავად მოიძიონ სასურველი უნივერსიტეტები, სადაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. ამისთვის, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ინტერესის გამოხატვის ფორმა: