logo

ჩამომსვლელი სტუდენტები

ალტე უნივერსიტეტი საქართველოში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ჩამომსვლელ სტუდენტებს სთავაზობს არა მხოლოდ პროგრესულ აკადემიურ გარემოს, არამედ კულტურულ გამოცდილებასაც - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.
 

უნივერსიტეტში სტუდენტები სარგებლობენ მაღალი ხარისხის ინგლისურენოვანი პროგრამებით, დამხმარე აკადემიური მენტორობითა და საერთაშორისო მეგობრული გარემოთი, სადაც 45-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები არიან გაერთიანებულნი. საერთაშორისო ოფისი უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ყველა ეტაპის განმავლობაში - სარეალიზაციო კვირიდან და Buddy პროგრამიდან დაწყებული, საცხოვრებლის პოვნით, ბინადრობის ნებართვითა და კულტურული ინტრგრაციით დასრულებული.
 

თბილისი, როგორც დედაქალაქი, სტუდენტებს სთავაზობს უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და მათზე მორგებულ გარემოს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა, თანამედროვე ცხოვრების სტილი და ქართული სტუმართმოყვარეობა განსაკუთრებულ სინთეზს ქმნის. ქალაქის ქუჩებში სეირნობისას, ტრადიციული კერძების დაგემოვნებისას ან კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობით Erasmus+ გამოცდილება მრავალფეროვანი და დაუვიწყარია.
 

მნიშვნელოვანია: ყველა Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ჩამომსვლელმა სტუდენტმა უნდა შეავსოს მითითებულ ბმულზე განთავსებული ფორმა და ატვირთოს საჭირო დოკუმენტები მობილობის დაწყებამდე. აღნიშნული პროცედურა აუცილებელია სწავლისა და ადმინისტრაციული პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის: international@alte.edu.ge