logo

პერსონალის მობილობა

ალტე უნივერსიტეტის პერსონალის მობილობა
 

ალტე უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროგრამაში და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს პროფესიული განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობებს. Staff Mobility არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და დაამყაროს თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. 
 

საერთაშორისო მობილობა საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ სასწავლო და კვლევით აქტივობებში, მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში, რაც ხელს უწყობს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებას. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ პროცესებს. 

 

Erasmus+ Staff Mobility გაძლევთ შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ ახალი ქვეყნები, გაეცნოთ ადგილობრივ გარემოსა და ტრადიციებს და შექმნათ საერთაშორისო კონტაქტების ქსელი, რომელიც მომავალში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს გახსნის. 
 

იმისთვის, რომ შეძლოთ პროგრამაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, ყურადღებით ადევნოთ თვალი საიხლეებს, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი გაგიზიარებთ. 

 

საერთაშორისო პერსონალის მობილობა

 

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტი მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მათ შორის როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს.


საერთაშორისო პერსონალის მობილობა იძლევა შესაძლებლობას, რომ პროფესორები, მკვლევრები და უნივერსიტეტის თანამშრომლები ჩაერთონ ალტე უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პროცესებში, ჩაატარონ ლექციები, სემინარები თუ ვორკშოპები და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება სტუდენტებსა და პერსონალს.
 

პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ალტე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის წინსვლას.


ალტე უნივერსიტეტი აფასებს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც პერსონალს პროფესიული უნარების განვითარებაში, ცოდნის გაზიარებასა და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის გაძლიერებაში მონაწილეობას უზრუნველყოფს.
 

მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:  international@alte.edu.ge