წამსვლელი სტუდენტებისთვის
ალტე უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
გაცვლითი პროგრამები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაეცნოთ განსხვავებულ სასწავლო პროგრამებს და მიიღოთ მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო გარემოში. ამავდროულად, მოგემათ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ ახალი ქვეყნები და გაიღრმავოთ ენობრივი კომპეტენცია. საერთაშორისო გამოცდილება დაგეხმარებათ არა მხოლოდ პიროვნულ ზრდასა და პროფესიული უნარების განვითარებაში, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
ხშირად დასმული კითხვები Q&A
1. რა არის Erasmus+ და რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?
Erasmus+ არის ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთი ან ორი სემესტრი ისწავლოთ ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტში.
ეს გაძლევთ:
- აკადემიურ გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში;
- ენისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას;
- საერთაშორისო პროფესიულ კონტაქტებს;
- პიროვნულ ზრდასა და დამოუკიდებლობას.
2. ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
პროგრამა ღიაა ალტე უნივერსიტეტის ყველა აქტიური საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ:
- გამოცხადებული პროგრამის მინიმალურ მოთხოვნებს;
- ფლობენ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეს.
3. როგორ იწყება მობილობის პროცესი?
- შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია; (განაცხადის შევსება, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილი)
- ენის ცოდნის დადასტურება; (მინიმუმ B1 დონე)
- შერჩევის შემთხვევაში - კომუნიკაცია პარტნიორ უნივერსიტეტთან, Learning Agreement-ის შევსება, საჭირო დოკუმენტების მომზადება.
4. რა მოხდება, თუ არ მაქვს ენის საერთაშორისო სერტიფიკატი?
თუ არ გაქვთ IELTS/TOEFL ან სხვა სერტიფიკატი და თქვენი ენობრივი კომპეტენცია არ არის ნაჩვენები ნიშნების ფურცელში, ალტე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინგლისური ენის შიდა გამოცდის ორგანიზებას.
5. ვინ დამეხმარება მობილობის პერიოდში?
ალტე უნივერსიტეტი დაგეხმარებათ:
- დოკუმენტების შეგროვებასა და სწორად ატვირთვაში;
- სასწავლო ხელშეკრულების შევსებაში;
- ოფიციალური წერილების და საჭირო ცნობების მომზადებაში.
პარტნიორი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
- სწავლის დაგეგმვასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას;
- საცხოვრებლის პოვნაში დახმარებას;
- საორიენტაციო კვირეულში ჩართვას;
- Buddy Program/ESN მხარდაჭერას.
6. შემიძლია თუ არა სასწავლო საგნების ცვლილება მასპინძელ უნივერსიტეტში?
დიახ, შესაძლებელია Learning Agreement-ის ცვლილება მასპინძელ და მშობლიურ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით, თუმცა ეს უნდა მოხდეს სწავლის დასაწყისში.
7. რა მოხდება, თუ ვერ დავაგროვებ საჭირო კრედიტებს?
თუ ვერ დააგროვებთ შეთანხმებულ კრედიტებს, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი საგნების გავლა ალტე უნივერსიტეტში, რათა დროულად შეასრულოთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები.
8. რა ხდება დაბრუნების შემდეგ?
- მიიღებთ Transcript of Records-ს მასპინძელი უნივერსიტეტიდან;
- თარგმნით და ნოტარიულად დაამოწმებთ;
- საგნების შესაბამისობას დაადგენთ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან;
- წარადგენთ დოკუმენტებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კრედიტების ასაღიარებლად.
9. რამდენად მნიშვნელოვანია ვადების დაცვა?
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განაცხადის, დოკუმენტების ან ვიზის დაგვიანებამ შეიძლება მობილობის პროგრამაში მონაწილეობა შეაფერხოს ან საერთოდ გამოირიცხოს.