Flag 0Flag 1
logo

საერთაშორისო გაერთიანებები და ასოციაციები

ალტე უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო და გლობალური ასოციაციების წევრობა  განვითარების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელიც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, იყოს ევროპული და მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვანი მონაწილე. 

 

 

საერთაშორისო ქსელები

 

EUA – ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია 

EUA 850-მდე წევრ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციას ევროპის 47 ქვეყნიდან აერთიანებს. ორგანიზაცია ბრიუსელში დაფუძნდა და ხელს უწყობს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ხარისხის უზრუნველყოფა, ინტერნაციონალიზაცია, მმართველობა და დაფინანსება. 
EUA აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან, რისი მეშვეობითაც წევრ უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაში. 

 

ალტე უნივერსიტეტს EUA-ს წევრობის ფარგლებში ეძლევა შესაძლებლობა: 

 

  • ჩაერთოს ერთიან ევროპულ პროექტებში;
  • მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებში;
  • განავითაროს აკადემიური თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები. 

     

EAIE – ევროპის უმაღლესი განათლების საერთაშორისო ასოციაცია 

EAIE 1989 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმაღლესი განათლების საერთაშორისო გაცვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს ევროპაში. 

ის აერთიანებს განათლების სექტორის პროფესიონალებს, უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციის რესურსებსა და ექსპერტიზას. 

ალტე უნივერსიტეტი EAIE-ის წევრი უნივერსიტეტია, რაც ამყარებს უნივერსიტეტის გლობალურ კავშირებს და ქმნის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის. 

 

Global University Network for Innovation (GUNI)  

GUNI არის ერთ-ერთი წამყვანი და აღიარებული საერთაშორისო  გაერთიანება უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო ქსელს, რომელიც აერთიანებს 297 წევრს 89 ქვეყნიდან, მათ შორის უნივერსიტეტებსა და UNESCO-ს კვლევით ცენტრებს. 
ორგანიზაცია მიზნად ისახავს განათლების, კვლევისა და საზოგადოებასთან კავშირის ინოვაციურ განვითარებას, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების კონტექსტში. 

 

European Network for Academic Integrity (ENAI)  

ENAI არის ევროპული ქსელი, რომელიც ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერებას. იგი აერთიანებს უნივერსიტეტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ აკადემიური არაკეთილსინდისიერების პრევენციასა და ეთიკური სტანდარტების დანერგვაზე.  

 

Coalition for Advancing Research Assessment (CoARA)  

CoARA წარმოადგენს კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევების მაღალი სტანდარტებით შეფასებას. კოალიციის მიზანია, კვლევის შეფასება დაფუძნებული იყოს ხარისხზე, ღია მეცნიერებაზე და მრავალფეროვან სამეცნიერო მიღწევებზე.  

 

International Association of University Presidents (IAUP)  
IAUP არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტების პრეზიდენტებსა და რექტორებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობასა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 

 

International Association of University Libraries (IATUL)

IATUL არის უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულების ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც სამეცნიერო და ტექნიკური უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების წარმომადგენლობით დაარსდა 1955 წელს (დიუსელდორფში) და მას შემდეგ, 2014 წელიდან კერძო უნივერსიტეტებიც შეუერთდნენ. ასოციაცია აერთიანებს 240-ზე მეტ წევრ ბიბლიოთეკას მსოფლიო მასშტაბით და თანამშრომლობს ისეთი ორგანიზაციებთან, როგორიცაა: UNESCO და IFLA.

 

 

პროფესიული ასოციაციები

 

მედიცინა 

 

Society in Europe for Simulation Applied to Medicine (SESAM)  
SESAM არის ევროპული ორგანიზაცია და აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც იყენებენ სიმულაციას სამედიცინო განათლებაში, პრაქტიკასა და კვლევაში. ორგანიზაცია ხელს უწყობს ინოვაციური სასწავლო მეთოდების განვითარებას ჯანდაცვის სფეროში.  

 

ADEE – სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია 

ADEE არის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს სტომატოლოგიური განათლების სტანდარტებს ევროპაში. იგი აერთიანებს წამყვან სამედიცინო სასწავლებლებსა და პროფესიულ საზოგადოებებს. 

 

ADEE-ს წევრობა ალტე უნივერსიტეტს სთავაზობს: 

  • მონაწილეობას ყოველწლიურ ღონისძიებებსა და ევროპულ შეხვედრებში;
  • წვდომას პროფესიულ ჯგუფებსა და სამეცნიერო აქტივობებზე;
  • წვდომას ევროპის სტომატოლოგიური განათლების ჟურნალზე;
  • სპეციალურ ფასდაკლებებს კონფერენციებსა და ტრენინგებზე.

     

AMEE – ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია 

AMEE აერთიანებს 90-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს. 
ეს არის გლობალური პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების განვითარებას, ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. 

 

წევრობა უზრუნველყოფს: 

 

  • წვდომას სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ წამყვან რესურსებზე; 

  • შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში; 

  • ქსელის გაფართოებას აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობისთვის. 

 

სამართალი

 

International Association of Law Schools (IALS)  
IALS გლობალური ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს სამართლის სკოლებს. ასოციაციის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და სამართლებრივი კვლევების ხელშეწყობა.  

 

European Law Faculties Association (ELFA)  
ELFA არის ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაცია, რომელიც მუშაობს სამართლის აკადემიური სტანდარტების ჰარმონიზაციასა და კავშირების გაღრმავებაზე ევროპულ უნივერსიტეტებს შორის.  

 

 

IT

 

Amazon Web Services (AWS) Academy  
AWS Academy საგანმანათლებლო ინსტიტუტებს სთავაზობს ამაზონის ვებ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ კურსებს. სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ უნარებს და ემზადებიან საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის IT და ვებ ტექნოლოგიების სფეროში.  

 

Association for Computing Machinery (ACM)  
ACM არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია კომპიუტერულ მეცნიერებათა სფეროში. ასოციაცია IT სპეციალისტებისთვის უზრუნველყოფს კონფერენციების ორგანიზებას, კვლევებითი შესაძლებლობების გაზიარებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.