Flag 0Flag 1
logo

დაფინანსება საერთაშორისო აქტივობებისთვის

ალტე უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების განვითარებას, მათ შორის საზაფხულო/ზამთრის სკოლებში, საგანმანათლებლო ბანაკებში, ფორუმებსა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. შიდა დაფინანსების პროგრამა უზრუნველყოფს როგორც სრულ, ისე - ნაწილობრივ დაფინანსებას, განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით. 
 

დაფინანსების ფორმები: 

 

Q & A

 

1. ვინ შეიძლება მიიღოს დაფინანსება? 
დაფინანსების მიღება შეუძლიათ ალტე უნივერსიტეტის: 

  • სტუდენტებს – მინიმუმ 3.0 GPA (განსაკუთრებულ შემთხვევაში 2.5-2.9 GPA), აქტიური სტატუსი, აკადემიური/დისციპლინური გადაცდომების გარეშე;
  • პერსონალს – მოქმედი ადმინისტრაციული ან აკადემიური/მოწვეული თანამშრომლები, გადაცდომების გარეშე. 

     

2. რა ტიპის ღონისძიებებზე ვრცელდება დაფინანსება? 

  • საერთაშორისო საზაფხულო/ზამთრის სკოლები;
  • საგანმანათლებლო ბანაკები, ფორუმები და სხვა მსგავსი პროექტები 
     (კვლევითი პროექტები, კონფერენციები და პუბლიკაციები არ შედის) 

     

3. რამდენად ხშირად შემიძლია დაფინანსების მიღება? 
დაფინანსების მიღების შემდეგ, განმცხადებელი მიმდინარე და მომდევნო სემესტრში ვერ მიიღებს ამავე ტიპის დაფინანსებას. 

 

4. რა ვადებში უნდა წარვადგინო განაცხადი? 

  • მინიმუმ 4 კვირით ადრე ფინანსური რეგისტრაციის ვადამდე. 
  • პასუხი მიიღება 2 კვირის განმავლობაში

 

5. ვინ წყვეტს დაფინანსების საკითხს? 
სპეციალურად შექმნილი კომისია (5 წევრი), რომელსაც ამტკიცებს პრეზიდენტი. 

შეფასება ქულების მიხედვით: 

  • სტუდენტები: მოსწრება (30), რეზიუმე (20), მოტივაცია (20), რეკომენდაცია (20), ენა (10) 
  • პერსონალი: მოტივაცია (30), რეზიუმე (20), რეკომენდაცია (20), ენა (20), დამატებითი აქტივობები (10) 

 

6. შემიძლია თუ არა უარის გასაჩივრება? 
დიახ. უარის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში უნდა წარადგინოთ წერილობითი საჩივარი პრეზიდენტის სახელზე. გადაწყვეტილება მიიღება 5 სამუშაო დღეში და საბოლოოა. 
 

7. დაფინანსების როგორი ტიპები არსებობს? 
შესაძლებელია როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაფინანსება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განმცხადებელმა შეთავაზება უნდა დაადასტუროს 2 სამუშაო დღეში