Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

დეკემბერი 23, 2025

ონლაინ შეხვედრა გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯის წარმომადგენელთან

ალტე უნივერსიტეტმა უმასპინძლა ონლაინ შეხვედრას თემაზე: „შეგვიძლია თუ არა სწავლა გამოცდილების გარეშე? რა არის საგანმანათლებლო სიმულაცია და როგორ ცვლის იგი სწავლა-სწავლების პროცესს“.
 

შეხვედრას ავიჰუ სოფერი უძღვებოდა, რომელიც გორდონის აკადემიური კოლეჯის (ჰაიფა, ისრაელი) სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი, სოციალური მეწარმე და არაფორმალური განათლების, ლიდერობისა და საჯარო პოლიტიკის ექსპერტია.

 

შეხვედრის ფარგლებში ავიჰუ სოფერმა საგანმანათლებლო სიმულაციის კონცეფცია წარადგინა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლება რეფლექსიის, პროფესიული განსჯისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ განათლებაში.
 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი გიორგი გაბისონია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი რუსო სანაძე და სკოლების მენეჯერები. შეხვედრა დასრულდა ინტერაქციული კითხვა-პასუხის სესიით,. მონაწილეებმა გაცვლაეს იდეები და განიხილეს საგანმანათლებლო სიმულაციის პრაქტიკული გამოყენების სხვადასხვა გზები. 

მედიცინა

/
ონლაინ შეხვედრა გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯის წარმომადგენელთანონლაინ შეხვედრა გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯის წარმომადგენელთან