ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა სტუდენტებს თანამედროვე სამედიცინო განათლებას სთავაზობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებსა და თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციას ეფუძნება. სკოლა აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს და ახორციელებს მედიცინის ქართულენოვან და ინგლისურენოვან, აგრეთვე სტომატოლოგიის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს.
სკოლის მიზანია მაღალკვალიფიციური, პროფესიულ ღირებულებებზე ორიენტირებული და გლობალურად კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე სამედიცინო გარემოში საქმიანობას, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებასა და პროფესიულ განვითარებას.
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
სკოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციას, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდებს. სასწავლო პროცესში გამოიყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება (CBL), სიმულაციური სწავლება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები და კლინიკურ გარემოში სწავლება (Bedside Teaching).
მედიცინის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ცოდნას ეტაპობრივად იღრმავებენ - საბაზისო და პრეკლინიკური დისციპლინებიდან კლინიკურ სწავლებასა და პრაქტიკამდე. სწავლების საწყისი ეტაპიდანვე სამედიცინო თეორია კლინიკურ კონტექსტთან არის დაკავშირებული, ხოლო შემდგომ ეტაპებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტის შეფასებას, კლინიკური უნარების განვითარებასა და სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით კლინიკურ როტაციებს.
სტომატოლოგიის პროგრამა ორიენტირებულია თეორიული ცოდნის, პრაქტიკული და კლინიკური უნარებისა და კვლევითი კომპეტენციების განვითარებაზე. უნივერსიტეტის თანამედროვე საფანტომო კაბინეტი და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სტომატოლოგიური მანიპულაციები თავდაპირველად უსაფრთხო სიმულაციურ გარემოში შეისწავლონ და ივარჯიშონ, შემდეგ კი მიღებული ცოდნა და უნარები პაციენტებთან მუშაობისას, შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ გამოიყენონ.
სკოლა თანამშრომლობს მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებთან, რაც სტუდენტებს რეალურ კლინიკურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. სწავლების პროცესში, ასევე, გამოიყენება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (OSCE) და პრაქტიკული (OSPE) გამოცდები, რომლებიც სტუდენტების ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და კლინიკური კომპეტენციების შეფასებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო კავშირები, აღიარება და შესაძლებლობები
მედიცინის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან აქტიურ თანამშრომლობასა და სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სკოლა არის სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის (AMEE) წევრი, რაც მის საერთაშორისო აკადემიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
მედიცინის პროგრამა აკრედიტებულია ეროვნული სტანდარტებისა და უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი მახასიათებლების შესაბამისად, რომლებიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებთან არის შესაბამისობაში.
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ განიხილონ პროფესიული საქმიანობისა და ლიცენზირების გაგრძელების შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთსა და თურქეთში, შესაბამისი ქვეყნის პროფესიული, საგანმანათლებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სკოლა, ასევე, ხელს უწყობს სტუდენტების კვლევით საქმიანობაში ჩართულობას, სამეცნიერო აზროვნების განვითარებასა და პროფესიული ცოდნის უწყვეტ განახლებას. სკოლის მიზანია ისეთი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე მედიცინის გამოწვევებთან ადაპტაციას, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებას და პროფესიული განვითარების გაგრძელებას.
საერთაშორისო სტუდენტების მიღების წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე
