ალტე უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, მოქმედებს სხვადასხვა სახის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის გადასახადს:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით Top 1000-ს აბიტურიენტს, რომელიც პირველ პრიორიტეტად აირჩევს ალტე უნივერსიტეტს, სწავლა დაუფინანსდება 100%-ით;
- ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ ალტე უნივერსიტეტს, სწავლა დაუფინანსდებათ 50%-ით;
- ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტებიდან ტოპ 10-ს „VIAN“ დაუფინანსებს სწავლის გადასახადის 100%-ს;
- ეროვნული ოლიმპიდის გამარჯვებული, რომელიც ჩააბარებს ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე, სწავლა დაუფინანსდება 100%-ით;
ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაზე ჩარიცხულ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არჩევით საგნებში (ფიზიკა ან მათემატიკა) მიიღებენ მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს, სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით.
*დაფინანსების მექანიზმებისა და წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცანით ქვემოთ მოცემულ დოკუმენტს
