ალტე უნივერსიტეტი 17 ქვეყნის 2100 ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. ალტე უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ (WFME), ასევე არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრი (ENQA) და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი. პროგრამა აღიარებულია და დამტკიცებულია ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მიერ (MCI).
აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტსა და Bharath-ის უმაღლესი განათლების და კვლევების ინსტიტუტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიცაა: მედიცინის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროგრამების შექმნა IT ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით; მედიცინის სკოლის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოსა და ინდოეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამების მიმართულებით, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. მედიცინის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 წელს ,ხოლო სტომატოლოგიური პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს ხუთ წელს.
პროგრამებზე სწავლების ენა არის ინგლისური.
იმისათვის, რომ საერთაშორისო სტუდენტმა შეძლოს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში სწავლა საჭიროა:
- აპლიკაციის ფორმის შევსება
- დოკუმენტაციის წარდგენა: სკოლის ატესტატი,ნიშნების ფურცელი
- გასაუბრების წარმატებით გავლა
- საქართველოს ხარისხის ცენტრის მიერ საბუთების აღიარება
- ჩარიცხვა
- სწავლის საფასურის გადახდა