საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

საინფორმაციო ტექნოლოგიების

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მიზანია სტუდენტს მისცეს, ერთის მხრივ ფართო და სიღრმისეული თეორიული ცოდნა და მეორეს მხრივ, გამოუმუშაოს ის უნიკალური, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს და დაეხმარება თითოეულ მათგანს პროფესიული წარმატების მიღწევაში. სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შრომითი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივი დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება. სკოლის მაღალკვალიფიციური აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი, სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები და დასაქმებაზე ორიენტირებული მიდგომები, ჩვენს სტუდენტებს გამორჩეულ, ინოვატორ, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს.

გარდა თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი აკადემიური პროგრამებისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ძლიერი მხარეა ინოვაციური სწავლება და მეთოდოლოგია, რომელიც ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაფუძნებით შემუშავდა. სტუდენტები იწყებენ მოგზაურობას ტექნოლოგიების გასაცნობად არა მხოლოდ ლექციებიდან, არამედ ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით და მათი რეალურ სამყაროსთან დაკავშირებით. თეორიული სწავლისა და პრაქტიკული პროექტების შემუშავების მეშვეობით, ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ მულტიდისციპლინურ განათლებას და ვუნვითარებთ კრიტიკული აზროვნების ფართო სპექტრს. შედეგად, ისინი ჩამოაყალიბებენ ინოვაციურ იდეებს და გამოიყენებენ თავიანთ უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა დამატებით გთავაზობთ:

  • კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად ცისკო აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას (დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს); 
  • კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის „კიბერუსაფრთხოების“ შესწავლას საერთაშორისო აკადემიის Secure Academy-ს საგანმანათლებლო პაროგრამით. Secure Academy არის Check Point MIND-ის კიბერ უსაფრთხოების საგანმანათლებლო  პროგრამა, რომელიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს უზრუნველყოფს კიბერ საგანმანათლებლო უფასო მასალებით, ტრენინგებით, ვირტუალური ლაბორატორიებით. სურვილის შემთხვევაში, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ გამოცდები და მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი; 
  • ქართველი და საერთაშორისო ექსპტერების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს;
  • სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამებს;
  • კვლევებში ჩართულობას;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის პროექტებში მონაწილეობას.