MedTech Hackathon X-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყება!
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6-7 ნოემბერს, ორდღიანი ჰაკათონი გაიმართება თემაზე - “AI for Care”.
პროექტი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში.
ჰაკათონის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების და პრაქტიკული უნარების განვითარება, რათა მომავალში შეძლონ, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, რეალური სამედიცინო გამოწვევების გადაჭრა.
- მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა უნდა დაარეგისტრირონ 3-4 წევრისგან შემდგარი გუნდები;
- ინდივიდუალური რეგისტრაციის შემთხვევაში, გუნდების ფორმირება მოხდება ადგილზე, შემთხვევითობის პრინციპით;
- რეგისტრაციის შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობისთვის შეირჩევა 10 ფინალისტი გუნდი, რომლებიც გაივლიან ორდღიან ონლაინ ტრენინგს;
- თითოეულ გუნდს დამხმარედ ეყოლება ალტე უნივერსიტეტის სტუდენტ-ექსპერტები რომლებიც დაეხმარებიან მონაწილეებს პროტოტიპის შექმნაში.
საუკეთესო პროექტის ავტორს ალტე უნივერსიტეტი გადასცემს ფულად პრიზს 1000 ლარის ოდენობით და საჭირო რესურსულ მხარდაჭერას იდეის განსახორციელებლად.
გამარჯვებულ გუნდთან ერთად დაჯილდოვდებიან გუნდის მენტორებიც.
- მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
სტუდენტ-ექსპერტობის სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
რეგისტრაცია გრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით.

