Flag 0Flag 1
logo

ივლისი 11, 2025

ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რუმინეთის სამ წამყვან უნივერსიტეტთან გააფორმა

ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რუმინეთის სამ წამყვან უნივერსიტეტთან გააფორმა: Lucian Blaga University of Sibiu, the University of Craiova, and Transilvania University of Brașov.

 

  • Lucian Blaga University of Sibiu რუმინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა ინტერდისციპლინარული სწავლების მეთოდით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო კავშირებით მდიდარ სასწავლო გარემოს, რაც გულისხმობს აქტიურ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში. 
  • The University of Craiova მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კვლევით მიმართულებას. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
  • Transilvania University of Brașov, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბრაშოვში, რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. ის სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სამეცნიერო რესურსებსა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, მიიღონ წვდომა საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურსებზე და მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებში.

ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რუმინეთის სამ წამყვან უნივერსიტეტთან გააფორმა