კრაიოვას უნივერსიტეტი, 1947 წელს დაარსდა და სრული უნივერსიტეტის სტატუსი 1965 წელს მიენიჭა და ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი საჯარო უნივერსიტეტია სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში. უნივერსიტეტი მოიცავს 12 ფაკულტეტს, 41 კვლევით ცენტრს და 10 სადოქტორო სკოლას, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ საბაკალავრო, სამაგისტრო და საქდოქტორო პროგრამებს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინჟინერია და ეკონომიკა.
უნივერსიტეტი ევროპული აკადემიური სივრცის, ასევე EUA, IAU, AUF, BSUN ორგანიზაციების წევრია. მას ჰყავს 122 Erasmus+ პარტნიორი და ხელს აწერს 25-ზე მეტი სხვა საერთაშორისო თანამშრომლობას ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. უნივერსიტეტი ასევე ხელმძღვანელობს INCESA-ს, პრაქტიკულ და გამოყენებითი კვლევის მთავარ რეგიონულ ცენტრს.
ალტე უნივერსიტეტსა და კრაიოვას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
