Flag 0Flag 1
logo

პარტნიორი უნივერსიტეტები

ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და ეფექტური აკადემიური ურთიერთობების შენარჩუნება. ამჟამად უნივერსიტეტი მსოფლიოს 50-ზე მეტ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს.

 

საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერება ალტე უნივერსიტეტისთვის განვითარებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. აღნიშნული გლობალური შესაძლებლობები ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების პიროვნულ, აკადემიურ თუ პროფესიულ ზრდას. როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გლობალურ კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში, ისარგებლონ საერთო აკადემიური რესურსებითა და სამეცნიერო პუბლიკაციებით.