სიბიუს „ლუსიან ბლაგას“ უნივერსიტეტი 1976 წელს, სიბიუში, რუმინეთში დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 81 საბაკალავრო პროგრამას, 58 სამაგისტრო პროგრამას და დოქტორანტურას სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ბიზნესი, ინჟინერია, სამართალი, ჰუმანიტარული, სოციალური და გარემოსდაცვითი მეცნიერებები.
ULBS აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროგრამასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში, ინარჩუნებს პარტნიორობას 35 ქვეყნის 85-ზე მეტ უნივერსიტეტთან. ის სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან და ორმაგი ხარისხის პროგრამებს, მხარს უჭერს სტუდენტთა მობილობას და იკავებს მოწინავე ადგილს გლობალურ რეიტინგებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰუმანიტარული და ხელოვნება, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა და ინჟინერია.
ალტე უნივერსიტეტსა და სიბიუს “ლუსიან ბლაგას” იუნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
