ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (UNITBV) რუმინეთის საჯარო საგანამანთლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1990 წელს დაარსდა. უნივერსიტეტში აქტიურია 18 ფაკულტეტი და ის დაახლოებით 20 000 სტუდენტს მასპინძლობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხებს ინჟინერიის, მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, მედიცინის, სოციალური მეცნიერებებისა და ხელოვნების სფეროებში. UNITBV-ს აქვს მულტიდისციპლინური კვლევისა და განვითარების ინსტიტუტი და დაახლოებით 30 კვლევითი ცენტრი, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის გრანტებით.
UNITBV-ს ხელს აწერს Erasmus+ და CEEPUS ხელშეკრულებებს 80+ ქვეყნის უნივერსიტეტებთან, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისა და პროფესორების მობილობას. უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს ასევე სთავაზობს რუმინული ენის მოსამზადებელ პროგრამებს და სტიპენდიებს აკადემიურ მოსწრების მიხედვით. უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინდუსტრიებთან და ბიზნესებთან სტაჟირების, კვლევითი პარტნიორობისა და რეგიონული განვითარების კუთხით.
ალტე უნივერსიტეტსა და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
