Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (VUAS) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2000 წელს, ლიეტუვის დედაქალაქში დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, ტექნოლოგიები, ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები და ჯანდაცვა. უნივერსიტეტი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ინდუსტირებთან, რათა დარწმუნდეს, რომ მისი პროგრამები აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მიმდინარე საჭიროებებს.

 

VUAS აქტიურად იღებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, მათ შორის Erasmus+ -ის, სტუდენტთა და პერსონალის გაცვლით და ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთობლივ პროექტებში. უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს სტუდენტები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის გზით.

 

ალტე უნივერსიტეტსა და ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი