Flag 0Flag 1
logo

ვორმიისა და მაზურის უნივერსიტეტი

ვარმიისა და მაზურიის უნივერსიტეტი ოლშტინში, 1999 წელს, რამდენიმე რეგიონული ინსტიტუტის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა და ამჟამად პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტად ითვლება. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამედიცინო ხარისხის პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიისა და ადამიანის მედიცინის, ინჟინერიის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

 

2024 წლის იანვრიდან, UWM შეუერთდა ChallengeEU European Universities ალიანსს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას, ერთობლივი ხარისხის პროგრამების  შემუშავებას და საერთო კვლევით პროექტებს. უნივერსიტეტი ასევე მონაწილეობს Erasmus+ პროგრამაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ინდუსტრიებთან რეგიონული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდასაჭერად.

 

ალტე უნივერსიტეტსა და ვარმიისა და მაზურიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.