INTELI არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2019 წელს დააარსეს ანტრეპრენერებმა ანდრე ესტევესმა და რობერტო სალუტიმ, ხოლო მისი კამპუსი 2022 წლის დასაწყისში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხუთ საბაკალავრო პროგრამას - კომპიუტერული ინჟინერია, პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, საინფორმაციო სისტემები და მენეჯმენტი და ტექნოლოგიები - ჰიბრიდული ფორმატის სამაგისტრო პროგრამებსა და კურსებთან ერთად.
უნივერსიტეტი გამოირჩევა განსხვავებული სწავლების მიდგომით, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის ლიდერული უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების შეთავაზებას. უნივერსიტეტი აკავშირებს სტუდენტებს ადგილობრივ ინდუსტრიებთან და საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან, რაც საგანმანათლებლო პროცესს ორმხრივად სასარგებლოს ხდის. INTELI ინარჩუნებს პარტნიორობას მსოფლიოს 80-ზე მეტ კომპანიასთან და 50-ზე მეტ უნივერსიტეტთან, ხოლო მისი საერთაშორისო ოფისი მხარს უჭერს აკადემიურ გაცვლით პროგრამებს, საერთო პროგრამებსა და საერთაშორისო სტაჟირებას.
ალტე უნივერსიტეტსა და INTELI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
