Flag 0Flag 1
logo

Technovation Girls

2023–2024 

 

Technovation Girls არის გლობალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და სოციალური ინოვაციების გზით. პროექტში მონაწილეობით, 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგონები სწავლობენ, თუ როგორ შექმნან მობილური აპლიკაციები, რომლებიც რეალურ სოციალურ პრობლემებს ეხმიანება და ერთდროულად იძენენ ტექნიკურ, ბიზნეს და პრეზენტაციის უნარებს. 

 

პროგრამა ყოველწლიურად ათასობით მოზარდს აერთიანებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და ხელს უწყობს გენდერული ბალანსისა და ქალთა ჩართულობის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში. 

 

ალტე უნივერსიტეტი 2023 და 2024 წელს Technovation Girls-ის ოფიციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში. უნივერსიტეტმა უმასპინძლა ადგილობრივ ღონისძიებებს, უზრუნველყო მენტორების მხარდაჭერა და ხელი შეუწყო პროგრამის პოპულარიზაციას რეგიონული დონეზე. პროექტში 2023 წელს 500-მდე გოგომ და 150-მა მენტორმა, ხოლო 2024 წელს 700-ზე მეტმა გოგომ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა.   

 

Technovation Girls