Flag 0Flag 1
logo

სუპერიორის უნივერსიტეტი

სუპერიორის უნივერსიტეტი 2000 წელს, ლაჰორაში, პაკისტანში დაარსდა. უნივერსიტეტი არის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აღიარებულია უმაღლესი განათლების კომისიის (HEC) მიერ და სტუდენტებს სთავაზობს პროგრამების ფართო სპექტრს, ინჟინერიის, ბიზნესის, სამედიცინო მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. 

 

სუპერიორის უნივერსიტეტი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე და თანამშრომლობს შესაბამის ინდუსტრიებთან, რათა სტუდენტებისთვის უზრუნველყოს სტაჟირება და შესთავაზოს მაღ რეალური სამუშაო გამოცდილება.

 

ალტე უნივერსიტეტსა და სუპერიორის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

სუპერიორის უნივერსიტეტი