Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

თებერვალი 20, 2026

Start-up ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმი

:

თებერვალი 20 00:00

26 თებერვალს, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და IT სკოლების ორგანიზებით, Axel - Georgian Business Angel Network-თან პარტნიორობით, Start-up ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები მოუსმენენ სფეროს ექსპერტებს და მიიღებენ ინფორმაციას მეწარმეობისა და ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნება ანგელოზი ინვესტორების როლი და მნიშვნელობა, ასევე გაიმართება პანელური დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან.

 

ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმობა სტარტაპების საინვესტიციო პრეზენტაციებსა და "ნეთვორქინგს”, სადაც დამფუძნებლები, ინვესტორები და საუნივერსიტეტო საზოგადოება გაიცნობენ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ინოვაციურ გარემოს ქმნიან.

 

ღონისძიების სპიკერები და პანელისტები არიან:

  • დავით კიკვიძე – ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;
  • რუსო სანაძე – ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის დეკანი;
  • ირო ცაგარეიშვილი – დირექტორი, Axel - Business Angel Network;
  • ქეთევან ხუნწარია – საინვესტიციო საბჭოს წევრი, Axel - Business Angel Network;
  • იაკო ჯიქია – თანადამფუძნებელი და დირექტორი, Helio.AI.

 

ღონისძიება გაიმართება 26 თებერვალს, 12:00 საათზე, ალტე უნივერსიტეტში. დასწრება თავისუფალია.

Start-up ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმი