Flag 0Flag 1
logo

პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი

პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 1945 წელს, ბულგარეთში დაარსდა. იგი შედგება ოთხი ფაკულტეტისგან - მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის - კოლეჯის, ენებისა და სპეციალიზებული ტრენინგების დეპარტამენტისგან.

 

უნივერსიტეტს აქვს Erasmus-ის უნივერსიტეტის ქარტია და 150-ზე მეტი პარტნიორობა მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. უნივერსიტეტში არსებობს წამყვანი კვლევითი ცენტრი, ისეთი ცნობილი ლაბორატორიებით, როგორიცაა სიმულაციური სასწავლო ცენტრი, ნეირომეცნიერების ლაბორატორია დალაზერული სტომატოლოგიური მედიცინის ცენტრი, ასევე, დიდი რაოდენობით პუბლიკაციები და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობები.

 

ალტე უნივერსიტეტსა და პლოვდოვის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.