ნიქოზიის უნივერსიტეტი, წამყვანი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, სამართალი, ჯანდაცვის მეცნიერებები, განათლება და ციფრული ტექნოლოგიები. ის არის NEOLAiA ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის მთავარი პარტნიორი. აღნიშნული ალიანსი არის ინიციატივა, რომელიც რვა სხვა ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად ხელს უწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას და ღია მეცნიერებას.
უნივერსიტეტი Erasmus+ -სთან ერთად ინარჩუნებს გლობალურ აკადემიურ თანამშრომლობას ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა კაროლინსკას უნივერსიტეტი, ოვიედოს უნივერსიტეტი და ინსბრუკის უნივერსიტეტი. ის ასევე თანამშრომლობს ისეთ მსხვილ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა პადოვა, ზაგრები, დასავლეთ სიდნეი, თესალონიკი და პატრა, რათა შესთავაზოს სტუდენტებს ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები სხვადასხვა სფეროში.
ალტე უნივერსიტეტსა და ნიქოზიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

