Flag 0Flag 1
logo

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი

მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი (MRU), 1990 წელს, ლიეტუვაში, ვილნიუსში დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სოციალურ მეცნიერებებში, სამართალში, საჯარო ადმინისტრირებაში, კომუნიკაციასა და უსაფრთხოების კვლევებში, რომელთაგან ბევრი ინგლისურ ენაზე ისწავლება.

 

MRU-ს აქვს ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა, მონაწილეობს Erasmus+-ში, Nordplus-სა და ორმაგი ხარისხის პროგრამებში. უნივერსიტეტი პარტნიორობს მსოფლიოს 200-ზე მეტ უნივერსიტეტთან და ფოკუსირებულია სტუდენტების გლობალური კარიერისთვის საჯარო სამსახურში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში მომზადებაზე.

 

ალტე უნივერსიტეტსა და მიკოლას რომერისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი