Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 12, 2025

MedTech ჰაკათონი წარმატებით დასრულდა

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით გამართული 2-დღიანი MedTech ჰაკათონი თემაზე - “AI for Care”, წარმატებით დასრულდა!

 

პროექტის განმავლობაში X-XII კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში ჰაკათონის ფარგლებში მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს რეალურ სამედიცინო გამოწვევებზე.

 

პირველი დღის განამვლობაში გუნდებმა იმუშავეს თავიანთ ინოვაციურ პროექტებსა და პროტიტიპის შექმნაზე, რაშიც მათ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტ-ექსპერტები ეხმარებოდნენ. ჰაკათონის მეორე დღეს გუნდებმა პრეზენტაციები ჟიურის წინაშე წარადგინეს. 

 

პროექტის მხარდამჭერებმა და ჟიურის წევრებმა თავიანთი რჩეულები გამოავლინეს და დააჯილდოვეს:

 

  • ალტე უნივერსიტეტის რჩეული გახდა გუნდი “PILL ME”, რომელთაც იდეის განსახორციელებლად 1000 ლარიანი ფულადი პრიზი და ალტე უნივერსიტეტისა და Buckswood-ის კარიერული განვითარების ბანაკის საგზური გადაეცათ;
     
  • 4Hospitals-მა ჰაკათონის ფარგლებში ორი რჩეული გამოავლინა და მათ იდეის განსახორციელებლად ფულადი პრიზი გადასცა:
     
    • “Calmify”  - ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით 
    • “PILL ME” - ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით;

       
  • GITA • Tech Park-ის რჩეული  “Calmify” გახდა, რომელთაც სტარტაპის დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარება;
     
  • MediMind-მა თავის რჩეულ გუნდს -  “მწვანე კოდი”, 500 ლარი გადასცა და მათ იდეის რეალობად ქცევის გზაზე მენტორობას გაუწევს. 

 

ჰაკათონის თითოეული მონაწილე, ღონისძიების ბოლოს, სერტიფიკატით დაჯილდოვდა.