Flag 0Flag 1
logo

მარმარას უნივერსიტეტი

Marmara უნივერსიტეტი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც სტამბოლში მდებარეობს და 1883 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროავნ აკადემიურ პროგრამებსა და 17 ფაკულტეტის სთავაზობს, მათ შორის საინჟინრო, იურიდიულ, ჯანდაცვის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალენოვანი სწავლებით და პროგრამებს თურქულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და არაბულ ენებზე ახორციელებს.

 

უნივერსიტეტს 700-ზე მეტი ერასმუსის ხელშეკრულება, მრავალი გლობალური პარტნიორობა და საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო წარმომადგენლობა აქვს. Marmara უნივერსიტეტი ფოკუსირებულია აკადემიურ წარმატებაზდ, კვლევებსა და კულტურათა გაცვლაზე, რათა სტუდენტები გობალური დასაქმების ბაზრისთვის მოამზადოს.

 

ალტე უნივერსიტეტსა და Marmara უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.